ვგმობთ ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არდაგმობას - საელჩოები
ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო
აქტივისტებზე,
საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების
ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას, -
ნათქვამია საელჩოების ერთობლივ განცხადებაში, დღეს განვითარებული
მოვლენების საპასუხოდ. მათი თქმით, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის
უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა კი
უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.
"ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მედიის წარმომადგელებს სცემეს. დაზიანებულია ჟურნალისტების ტექნიკის ნაწილიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს. მოვლენების ასე განვითარების გამო, თბილისი პრაიდმა მიიღო გადაწყვეტლება, დღეს არ გაიმართოს ღირსების მარში.
დღესვე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის გამო, მარშის ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.