ვემიჯნებით ძალადობას - მეუფე შიო
საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირის განცხადებით, ემიჯნებიან
ძალადობას.
მან თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტები უწოდა.
მისი სიტყვებით, რაიმე მოწოდებები თუ იყო სასულიერო პირების მხრიდან,
ამაზე რეაგირება მოხდება.
"ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას, სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება",- განაცხადა მეუფე შიომ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მედიის წარმომადგელებს სცემეს და დააზიანეს მათი ტექნიკა.
"თბილისი პრაიდის" კვირეული 1 ივლისს გაიხსნა და დღეს, 5 ივლისს "ღირსების მარშით" უნდა დასრულებულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა გააუქმეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.
დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. მანამდე არაერთი განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც სადაც მოქალაქეებს "ღირსების დასაცავად" გამოსვლისკენ მოუწოდა.