ზუგდიდში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს [ფოტო]
ზუგდიდში, დღეს, მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ დაგმეს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები და
მოითხოვეს მოძალადეების დასჯა. აქციის მონაწილეებმა ასევე სოლიდარობა
გამოუცხადეს 5 ივლისს, თბილისში ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმისას
დაშავებულ ჟურნალისტებს.
იგივე მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში გაიმართა.

5 ივლისს, თბილისში, "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ძალადობრივი ჯგუფები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ, ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, შინაგან საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 ჟურნალისტზე განხორციელდა ძალადობა. არიან დაშავებულები. დაზიანებულია ტექნიკა.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.