პოლიციამ 5 ივლისის აქციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავა
პოლიციამ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით
უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის,
ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ პირველის"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ შვიდი პირია დაკავებული 5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.