მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება - პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა,
რომელიც წუხელ ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა დაწვეს, პარლამენტის
წინ თავად დაკიდა. ამის ამსახველი ფოტოები და განცხადება მან
ფეისბუკზე გაავრცელა.
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან", - აცხადებს კახა კუჭავა.
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც 6 ივლისს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოვიდნენ, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.