ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების
ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შსს-ს
ცნობით, დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.
"აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს, გარდაიცვალა.
გარდაცვლილი დედამ 11 ივლისს, გამთენიისას საკუთარ ბინაში იპოვა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და "ტვ პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
პროკურატურის ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.