ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დანიშნა ორი ვიცე-პრემიერი -
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან
დავითაშვილი.
მანამდე მან 5 ივლისის ძალადბაზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ეს იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
პრემიერის სიტყვებით, "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში!".
მანვე აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი, ტრაგედია გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
"რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. ნებისმიერი სახის ძალადობა არის დასაგმობი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს, 11 ივლისს, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ ტრავმებს უკავშირდება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.