დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს "ქართული ოცნება"
"დამაჯერებლად" მოიგებს.
მან მთავრობის სხდომაზე 5 ივლისს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას მედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ფინანსდება.
"შესაბამისად მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის და რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ერთადერთი გზა, ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
პრემიერის სიტყვებით, "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში!".
აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს, 11 ივლისს, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება, რის გამოც მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
11 ივლისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომა, რადგან მათ ვერ შეძლეს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და პირიქით, 5 ივლისს აქციამდე გააკეთეს "ძალადობის წამახალისებელი" განცხადებები.