ახალი ამბები
ყარს საპატრიარქო და თქვენ არ გინდა გასუფთავდეს ამ სუნისგან? - მოქალაქე ეპისკოპოს იაკობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოდბელ ეპისკოპოსს, იაკობ იაკობაშვილს ქადაგება შეაწყვეტინა, ტაძარში მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც 5 ივლისის ძალადობაში ეკლესიაც დაადანაშაულა. ვიდეო თავად ეპისკოპოსს აქვს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში.

სასულიერო პირი ქადაგებისას 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა - მედიას, ლგბტქ თემის წარმომადგენლებს და ოპოზიციას აკრიტიკებდა, რა დროსაც მას სიტყვა შეაწყვეტინა მოქალაქემ.

"ასეთი ქადაგებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ? ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება მოვიპოვოთ? დემოკრატია მოვიპოვოთ?,თქვენ სად იყავით?, კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები?, - მიმართა ეპისკოპოსს ქალმა, რომელსაც სასულიერო პირმა უპასუხა, რომ იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო და "საპატრიარქო ძალიან კარგად მოიქცა".

"ეს ქადაგება არ არის, ეს არის ერის უკან სვლა, მეტი არაფერი. მოდით ახლა და ჩამქოლეთ, მომისიეთ ეს ხალხი, ჩამქოლეთ. სად იყო საპატრიარქო?!, თქვენ თვითონ სად იყავით?! რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან?!. ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა... ეს არის ყველაფრის მიწასთან გასწორება, მეტი არაფერი. ეს არის ბიზნესი, ეს არის ადამიანების სულის ჩახშობა. მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ...ჩემი გულისწყრომა გამოიწვია ყველაფერმა რაც აქ ხდება, რაც საქართველოში ხდება, ამ ადამიანის სიკვდილმა, ჟურნალისტებზე ასე საუბარმა, პოლიტიკოსებზე ასე საუბარმა. როგორ შეიძლება...საპატრიარქო სად იყო, რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, თქვენ ხედავთ იმ კადრებში რაც ხდება. მოდით და ჩამქოლეთ ახლა. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ "ბოდბის სამრეკლოს" რედაქტორი. გაუსაძლისი გახდა ამ სოფელში ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი მიწასთან გაასწორეს - რისთვის?! ხალხს წაართვეს ჰექტრობით მიწები... მე ვერ ვხედავ აქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას... დიახ მართლა ყარს საპატრიარქო და თქვენ არ გინდა გასუფთავდეს საპატრიარქო ამ სუნისგან?", - უთხრა ბოდბელ ეპისკოპოსს მოქალაქემ.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ. ვითარება გამწვავდა 11 ივლისს, როცა გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს.

ის 11 ივლისს, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება, რის გამოც მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

11 ივლისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, რადგან მათ ვერ შეძლეს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და პირიქით, 5 ივლისს აქციამდე გააკეთეს "ძალადობის წამახალისებელი" განცხადებები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.