დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე - პარლამენტთან აქცია გრძელდება
თბილისში, პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია, რომელიც "ტვ
პირველის"
ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
იმართება.
მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ აიღოს 5 ივლისს და მას შემდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ - გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომლის უწყებამაც ვერ შეძლო 5 ივლისის აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
აქციაზე სიტყვით გამოდიან ჟურნალისტები, მედიასაშუალებების მფლობელები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
"აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორიციელა. დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა მედიას რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
შეკრებილები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება, მოთხოვნების შესრულებამდე.
"ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართული მედია, ეტყობა. "ქართულო ოცნება", კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ,- განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ. ვითარება გამწვავდა 11 ივლისს, როცა გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს.
ის 11 ივლისს, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება, რის გამოც მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მთავრობის წევრებმა დღეს აქციის მონაწილეების საპასუხოდ განმარტეს, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც ვახტანგ გომელაური გადადგომას არ აპირებს.