„ოცნების“ოფისთან გამართულ აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ჟურნალისტი
"ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედ გამართულ აქციაზე,
სამართალდამცველებმა
12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. მათ შორის
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. შსს-ს
ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის
თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სახელისუფლო პარტიის ოფისთან საპროტესტო შეკრების მონაწილეებმა, რუსთაველზე,მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დასრულებული აქციის შემდეგ გადაინაცვლეს. შეკრებილებმა "ქართული ოცნების" კვერცხები, წითელი საღებავები ესროლეს და დატოვეს წარწერა - "ქართულმა ოცნებამ მოკლა ლექსო ლაშქარავა".
საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ. ვითარება გამწვავდა 11 ივლისს, როცა გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს.
ის 11 ივლისს, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. შსს-ში დღეს გაიმართა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.