ახალი ამბები
საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოვების ცერემონიალისთვის 30 ათას ლარამდე დაიხარჯება
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართება. ინიციატორი ადგილობრივი მერიაა. ღონისძიებისთვის, რომელიც მოიცავს საკონცერტო ნაწილს და დაჯილდოების ცერემონიას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 29 190 ლარი დაიხარჯება.

ღონისძიებისთვის ორი დამოუკიდებელი ტენდერი გამოცხადდა. ერთი გულისხმობს სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებას, მუსიკალური პროგრამის შემსრულებლებისა და მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავებას და საუზმე-ვახშამს 10 პერსონაზე. ამ ყველაფრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 300 ლარი იხარჯება.

ამასთან, ზუგდიდის საპატიო მოქალაქესა და საპატიო ზუგდიდელს საჩუქრად ქალაქის სიმბოლურ გასაღებს და მედალს გადასცემენ, რისთვისაც 2190 ლარი დაიხარჯა. საუბარი შეეხება 3 გასაღებს და 6 მედალიონს.

ზუგდიდის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ექვს მედალს გადასცემენ როგორც ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს, ისე საპატიო ზუგდიდელს. თუცა, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს დამატებით სიმბოლური გასაღებები გადაეცემათ.

დაჯილდოვების ღონისძიება გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა მერიის განმარტებით, ცალკეული ადამიანები ვერ ახერხებდნენ დასწრებას, რის გამოც მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადადეს. ჩვენი კითხვის პასუხად, რამდენად მიზანშეწონილია პანდემიის დროს მსგავსი ღონისძიების გამართვა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის გამოყოფა, განმარტეს:

"რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ეს წინასწარ იყო გათვალისწინებული და თანხების გადატანა-გადმოტანა სხვა მუხლიდან არ მომხდარა".

ვინ არიან წარდგენილები ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის კანდიდატურებად, მერიაში არ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ მათი ვინაობა დაჯილდოვების დღეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

საპატიო ზუგდიდელები 2019 წელსაც გამოავლინეს. მაშინ ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ თქვა, რომ ისინი ყოველ ვლაქერონობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოავლენენ საპატიო ზუგდიდელებს.

საპატიო ზუგდიდელის წოდება პირველად ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 2016 წელს მიანიჭეს. საპატიო ზუგდიდელები 2017 წელსაც გამოავლინეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.