თბილისში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მართვით
სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
გარდაცვლილი ახალშობილი 22 დღის იყო. კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება კიდევ ორი ჩვილი ბავშვი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი აქვს დადასტურებული.