ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდშიც გამართეს
ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
გარდაცვლილი ოპერატურის გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოსურათით
ხელში. მათი მოთხოვნა უცვლელია - 5-6 ივლისის ძალადობის მოვლენების და
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დროული და ეფექტური გამოძიება და
მომხდარზე პასუხისმგებელი და მონაწილე პირების დასჯა.
პარარელურად, საპროტესტო აქციები გაიმართება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, პარლამენტის წინ. შეკრებილები ამჯერადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, მთავრობას ეშინია კრიტიკული მედიის და ღონისძიებებს უკვე ოთხი ტელევიზიის გარეშე მართავენ, იმ მედიასაშუალებების გარეშე, რომლებმაც ერთი დღით, პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა გათიშეს.

"გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის ,,ქართული ოცნების" იატაკქვეშა დაჯგუფება", - განმარტა ინგა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, საპროტესტო აქიები პერმამენტულ სახეს მიიღებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა მმართველ პარტიას, შეწყვიტონ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა და გადავიდნენ საქმიან ურთიერთობზე.
13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა "მთავარმა არხმა", "ტვ პირველმა", "ფორმულამ" და "კავკასიამ".

5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ვითარება გაამწვავა 11 ივლისს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. მას ,ეს ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ.
გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. შსს-ში კი ამტკიცებს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება იყოს.