სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული - პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს
გამოეხმაურა.
"ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა!
ბათუმს ევროპული საბჭოს და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან! ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!..
რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა.
ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე - გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში."საქართველოს ევროპული გზა".