საჭიროა რეფორმების განხორციელება არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ - შარლ მიშელი
ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს,
უკრაინისა,
მოლდოვის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთობლივი
პრესკონფერენცია გამართეს. სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელმა
მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნებისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი
მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს
გააკეთებს.
მისივე სიტყვებით, ყველა კარგად უდა მოემზადოს დეკემბერში ჩანიშნული ღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. აღნიშნა, რომ არის გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
"პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. მეორე – კავშირი უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად", – განაცხადა შარლ მიშელმა.
"ასოცირებული ტრიოს" – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.
დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.