ახალი ამბები
გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის - პრეზიდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პეტრას ციხეზე, სადაც ხელმოწერის ცერემონია ჩატარდა, განაცხადა, რომ ის გახდა სამი ქვეყნის - საქართველოს, ბელორუსიის და უკრაინის საერთო მიზნების ნიშანი და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი.

პრეზიდენტის სიტყვებით, ამ სამ ქვეყანას ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ის, რომ არ სურთ უკან, წარსულში დაბრუნება:

"ძალიან ბევრი გვაქვს საერთო – წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთო გამოწვევები, უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც მომდინარეობს და შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან. თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და პოლარიზაციის გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ჩვენი რეაგირება, ევროპული რეაგირებაა, არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა მიზანმიმართულად, სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთობლივი მემორანდუმი უნდა იყოს ახალი გზა, რომელსაც სამი ქვეყანა ერთად გაივლის. მისივე თქმით, ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს.

"უნდა გაითვალისწინოს ჩვენი, სამი ქვეყნის ლიდერთა საერთო განწყობისა და მიდგომის, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის, საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, არსებობდეს საერთო მიდგომები კონფლიქტების, ოკუპაციის, მე-20 საუკუნისა და დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ.

"ასოცირებული ტრიოს" – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.