ახალი ამბები
ბაზრის წინ ღობის დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ბაზრის წინ, იქ სადაც ახალი სავაჭრო ობიექტები აშენდა, რკინის ღობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ ფაქტს ბაზრის ადმინისტრაცია აპროტესტებს. შპს ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მენეჯერის, მანანა ბარძემიშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრის, სანდრო სორდიას მამამ, შვილის დახმარებით უკანონოდ დაიკანონა ჯერ სავაჭრო ობიექტისთვის ფართი და მერე მერიამ მიწა, სადაც რკინის ჯებირებია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მალულად მოხდა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თანაც სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში.

ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტექნიკას დემონტაჟის სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას განცხადებით, აღნიშნულ დავაზე არსებობს ყველა ინსტანციის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შესაბამისად მოქმედებენ.

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწა მიეკუთვნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია როგორც მიწა, ასევე მასზე განთავსებული ნაგებობა. ღობე ინგრევა, რადგან ღობის მიჯნაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში მეპატრონეებმა შეუზღუდავად შეძლონ შესვლა და სარგებლობა", - განმარტა გიგა მელიამ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ღობის დემონტაჟიც, ბაზრის ადმინისტრაციის პროტესტის მიუხედავად გრძელდება.

სანდრო სორდიას მამისთვის ბაზრის ტერიტორიაზე მიწის დარეგისტრირების და შემდეგ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით, ენმ-მ 2018 წელს პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა. მათი თქმით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ლობირებით, იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას მამა, დემნა სორდია "მისი ბიზნესის უკეთ მოწყობას ცდილობდა" და მერიისა და საკრებულოს დახმარებით შეძლო 2016 წელს მიწის დაკანონება, 2018 წელს კი ექსკლუზიურად მიიღო მშენებლობის უფლება.

ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციაში მაშინ თქვეს, რომ არ ჰქონდათ პრეტენზიები დემნა სორდიასთან მიწის საკუთრების თვალსაზრისით. უკმაყოფილება გამოიწვია მშენებლობისას ბაზრის ფასადის (ღობის) მორღვევის მცდელობამ, რომელიც როგორც ირწმუნებიან, მათ საკუთრებაშია 1993 წლიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
21:23 / 29.07.2021
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია
დისტანციური სწავლებისთვის,
20:56 / 29.07.2021
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის,
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
19:23 / 29.07.2021
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
პარტია
15:14 / 29.07.2021
პარტია "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ის პარლამენტს ტოვებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.