ახალი ამბები
კორონავირუსი 2415 პირს დაუდასტურდა, 26 გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში 37627 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21135, პისიარ ტესტით - 16492. გამოვლინდა კორონავირუსის 2415 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 393 360 შემთხვევა.

გარდაიცვალა 26 პაციენტი. ჯამში 5618 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 943 პირი. სულ 368 073 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%.

სულ აცრილია 374685 მოქალაქე. ბოლო 24 საათში აიცრა 6586.

კარანტინის რეჟიმში რჩება 70 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4584, კლინიკურ სასტუმროში - 1183.