ახალი ამბები
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ბრალდებით თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს
FaceBook Twitter
E-mail Print
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს.

1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995 წელს დაბადებულ
გ.ქ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14
მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით,მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით "ა" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
21:23 / 29.07.2021
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია
დისტანციური სწავლებისთვის,
20:56 / 29.07.2021
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის,
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
19:23 / 29.07.2021
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
პარტია
15:14 / 29.07.2021
პარტია "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ის პარლამენტს ტოვებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.