კორონავირუსის გადატანიდან 30 დღის შემდეგ აცრა შესაძლებელია - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,
კორონავირუსის გადატანიდან 30 დღის შემდეგ ვაქცინაცია
შესაძლებელია.
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ვაქცინაცია ჩატარდეს 30 დღის გასვლისთანავე. ვინაიდან, ქვეყანაში გვქონდა ვაქცინის მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე.
ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და აიცრას. ამ კვირის ბოლომდე დასრულდება ბრძანების მომზადება. საკოორდინაციო საბჭოზე და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია, ექპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.