ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან
მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ვრცელდება ცნობები, რომ დაჭრილი
მამაკაცი მოკლულის შვილია. ის ზუგდიდის საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ ვერ აკეთებენ. როგორც "ლაივპრესს" საავადმყოფოში განუცხადეს, ამ წუთებში დაჭილი მამაკაცი საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველების თქმით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. მკვლელობა იმ ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, სადაც არსებული ინფორმაციით, წილებს ფლობდა მოკლული მამაკაცი.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.