თენგიზ ცერცვაძეს ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
ექიმ-ინფექციონისტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური
იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ზუგდიდში
საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
თენგიზ ცერცვაძემ ბავშვობის წლები ზუგდიდში გაატარა, მან დაამთავრა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა.
დღეს, მერიის ორგანიზებით, ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების ღონისძიება მიმდინარეობს.
დაჯილდოების ღონისძიებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 31 890 ლარი დაიხარჯა. მათ შორის 29 190 ლარი წლევანდელი ბიუჯეტიდან.
საპატიო ზუგდიდელის წოდება ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 2016 წელს მიანიჭეს. საპატიო ზუგდიდელები 2017 და 2019 წლებშიც გამოავლინეს.