პოლონელ მართა გავინეკს ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა პოლონელ მართა გავინეკს.
მართა წლების წინ, იყო ასოციაცია "ათინათის" მოხალისე, მან ზუგდიდში ყოფნისას, განახორციელა არაერთი სამოქალაქო ინიციატივა.
"დიდი პატივია, რომ ვარ ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ძალიან მჯერა, რომ აქტიურ მოქალექობას არ აქვს საზღვრები, ვგულისხმობ, რომ მიუხედავად ეროვნებისა, ვიყო პასუხისმგებელი იმ ქალაქისთვის, სადაც ვმუშაობ და ვცხოვრობ, რომ განვითარდეს მრავალფეროვანი თემი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ ნიჭი და უნარები საერთო სარგებლობისთვის, მე არ მჯერა აქტივისტობა მხოლოდ აქტივისტობისთვის, ძალიან მჯერა, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ იწყება ჩემგან, ჩემი ოჯახისგან, ჩემი მეგობრებისგან, ჩემი მეზობლებისგან და როცა ვაკეთებთ კარგ საქმეს, ერთად ვამყარებთ ძლიერ ურთიერთობებს და ეს ურთიერთობები მე მხდის ჯანმრთელს და ბედნიერს", - განაცხადა დაჯილდოებაზე მართა გავინეკმა.
დღეს, მერიის ორგანიზებით, ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების ღონისძიება მიმდინარეობს. საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ასევე ექიმ თენგიზ ცერცვაძეს.
დაჯილდოების ღონისძიებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 31 890 ლარი დაიხარჯა. მათ შორის 29 190 ლარი წლევანდელი ბიუჯეტიდან.
საპატიო ზუგდიდელის წოდება ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 2016 წელს მიანიჭეს. საპატიო ზუგდიდელები 2017 და 2019 წლებშიც გამოავლინეს.