ზუგდიდელი ძალოსანი ოლიმპიადაზე, „ბ“ ჯგუფის ლიდერი გახდა
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში
მოასპარეზე
ზუგდიდელმა ძალოსანმა, გოგა ჩხეიძემ "ბ" ჯგუფში იასპარეზა. ატაცში მან
133 დაძლია, აკვრაში კი 169. ქართველი სპორტსმენი ორჭიდის ჯამში
დაგროვებული 302 კილოგრამით, ჯგუფის ლიდერი გახდა.
ამ წონაში გამომსვლელთა საბოლოო შედეგი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც "ა" ჯგუფში მოასპარეზე ძალოსნები გამოვლენ ფიცარნაგზე. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ადგილი დაიკავა გოგა ჩხეიძემ ოლიმპიადაზე.
ზუგდიდელი სპორტსმენი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.