ახალი ამბები
ზუგდიდელმა ძალოსანმა მერვე ადგილზე დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადა
67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზუგდიდელმა ძალოსანმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე მერვე ადგილი დაიკავა. ის "ბ" ჯგუფში" გამოდიოდა, სადაც ატაცში 133 დაძლია, აკვრაში კი 169 და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 302 კილოგრამით, ჯგუფის ლიდერი გახდა.

თუმცა ფიცარნაგზე "ა" ჯგუფის ძალოსნების გამოსვლის შემდეგ, მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ზუგდიდელი სპორტსმენი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.