ხობის რამდენიმე სოფელში დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში,
ხეთაში და პირველ მაისში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ეზოები,
ქუჩები და სავარგულები.
ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.