ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა და მოხრეშილი გზები ჩამოირეცხა [ფოტო]
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები. წყალმა
რამდენიმე მოსახლის ეზოები დატბორა. მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სოფელ
ცაცხვში საჯღარკაოს უბანი დაიტბორა. ჩამოირეცხა გზები. მოხრეშილი
გზები ჩამორეცხილია მაღალი ზონის სოფლებში, მათ შორის ჯიხაშკარსა და
ნარაზენში.

"გარკვეული პრობლემებია ახალკახათში. ერთ ოჯახს წყალი შეუვიდა. ჭითაწყარშიც დატბორილია რამდენიმე ეზო. ანაკლია, ერგეტის მიმართულებით ჯერჯერობით საგანგაშო ვითარება არაა. ენგური ჩაკეტილია. ჯუმი არის საკმაოდ ადიდებული. თუ წვიმები სერიოზულად გაგრძელდა, დიდინეძის ცენტრის დატბორვის საშიშროებაა. რეაგირებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, რაც შეგვიძლია", - განმარტა თენგიზ შანავამ.

მისივე ინფორმაციით, პრობლმები წვიმამ ქალაქშიც შექმნა. მათ შორის თაბუკაშვილის ქუჩაზე. მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქ წვიმამ ეზოები დატბორა.

ჩვენი ინფორმაციით, პრობლემებია ქობალიას ქუჩაზეც. თენგიზ შანავამ გვითხრა, რომ სამსახურს დაავალებს, ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

ძლიერი წვიმის შედეგად, ხობის რამდენიმე სოფელშიც დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები