სანიაღვრე ჭიდან გადმოსული წყალი და ნაგავი მოსახლეობის ეზოში შევიდა
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის გამო პრობლემები სამ ოჯახს
შეექმნა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ წვიმების შედეგად მისი
სახლის წინ მდებარე სანიაღვრე ჭიდან წყალი გადმოვიდა და მთელი ნაგავი
ეზოში შეუვიდა. ამოხეთქილმა წყალმა ქუჩის ასფალტის მონაკვეთიც
დააზიანა.
"რაც იქიდან წყალი ამოდის, პირდაპირ ჩემს ეზოში შემოდის. გარაჟში და პირველ სართულზეც შემომივიდა წყალი. ყოველი წვიმის დროს ასე ხდება. მთელი ეს ნაგავი, პლასტმასის ბოთლები და ქილები ჩემს ეზოშია", - აღნიშნა ლაღიძის ქუჩის მცხოვრებმა.
მისივე თქმით, სანიაღვრე არხი გაჭედილია და გაწმენდას საჭიროებს. მანვე განმარტა, რომ სანიაღვრე ჭიდან ერთი კვირის წინაც ამოხეთქა წყალმა ძლიერი წვიმის შედეგად და მაშინ რომ გაეწმინდათ, დღეს იგივე არ მოხდებოდა. ამის მაგივრად, ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით, მხოლოდ შემოღობეს ეს მონაკვეთი.
ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ კეთილმოწყობის ცენტრს უკვე გადასცეს ამ და სხვა პრობლემების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივლენ ყველგან ადგილზე პრობლემების აღმოსაფხვრელად.
"ყველგან სანიაღვრე არხია პრობლემა და ამის გაწმენდა ხდება უმრავლეს შემთხვევაში", - აღნიშნა თენგიზ შანავამ.
ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა და მოხრეშილი გზები ჩამოირეცხა. წვიმამ პრობლემები ხობშიც შექმნა.