ბადრი ესებუას ძმას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას, "საქართველოს ბანკის"
ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილის ბადრი ესებუას ძმას, 4
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები.
ბიძინა ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"იარაღი მისი არ ყოფილა, აუცილებლად გავასაჩივრებთ, 13 აგვისტომდე მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა.