ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია - აშშ-ს საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია
პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19
აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი
რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს
ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას, -
ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19
აპრილის შეთანხმების ანულირებას "ქართული ოცნების" მხრიდან.
საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც შეთანხმდნენ და რაც მათი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის.
"ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.
ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც "ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს "ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.
საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.
ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
"შარლ მიშელის" დოკუმენტის ანულირებაზე განცხადება მმართველმა პარტიამ 28 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ოპოზიციურმა პარტიებმა "ქართლი ოცნების" ეს ნაბიჯი ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად შეაფასეს. მათივე განმარტებით,"ოცნება" "მიშელის ხელშეკრულებიდან" გამოვიდა, რადგან მისმა წევრებმა იცის, რომ არჩევნებში 43%-ს ვერ დააგროვებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მმართველ გუნდთან, "ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს. სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტეს მანამდე "არჩევნების გაყალბების" მიზეზით უარზე მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა, პარლამენტში შესვლა. ამასთან "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
"მიშელის დოკუმენტის" თანახმად 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ოპოზიციამ მმართველი გუნდი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა.