ახალი ამბები
ვერ შევძელი თქვენი გახარება, მტკივა მაგრად ეს ყველაფერი - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
FaceBook Twitter
E-mail Print
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. სპორტსმენი მადლობას უხდის ყველას გულშემატკივრობისთვის და წუხს იმის გამო, რომ დღეს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მათი გახარება ვერ შეძლო.

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას", - წერს სპორტსმენი.

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ის არის ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონია ახალგაზრდებში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:38 / 23.09.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ქართული ოცნების"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
14:54 / 23.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
12:56 / 23.09.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ
კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
12:28 / 23.09.2021
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.