ახალი ამბები
საქართველო კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის - IDFI
FaceBook Twitter
E-mail Print
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის, ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის "განათლების სექტორის მიმოხილვა COVID19 პანდემიის პირობებში პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ აუცილებელია დისტანციური სწავლების საკითხის განხილვა, სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციური სწავლების საშუალებით და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ დიდ დანაკარგებს მივიღებთ", - აღნიშნა IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გივი ადეიშვილმა კვლევის პრეზენტაციაზე.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

- საქართველოს მიერ განათლების სექტორისთვის გამოყოფილი რესურსების წილი მშპ-სთან მიმართებაში 4.1%-ს შეადგენდა 2020 წელს და ჩამოუვარდება ევროკავშირისა და OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, 5%-ს და 4.7%-ს.

- PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ხოლო მსოფლიო ბანკის "ადამიანური კაპიტალის ინდექსი" გვიჩვენებს, რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

- საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს და მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. შედეგად მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

- 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა 2019/2020 სასწავლო წელს. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში აუცილებელია, იმ მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვინც სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.

- პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.

- საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა.

- IDFI-ის შეფასებით, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისათვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:38 / 23.09.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ქართული ოცნების"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
14:54 / 23.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
12:56 / 23.09.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ
კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
12:28 / 23.09.2021
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.