ახალი ამბები
ინგირის მცხოვრებლებს წყალს რეზერვუარებიდან მივაწვდით - მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მცხოვრებლებს, ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია შეხვდა.

"დღეს ინგირის ადმინისტრაციულ ერთელში 9 ქუჩაზე დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები დაახლოებით დეკემრის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნვეყოფილები სასმელი წყლით.
რაც შეეხება იმ ქუჩებს, რომელზეც ჯერჯერობით არ ხორციელდება სამუშაოები, მთავრობის გეგმაში მოცემულია როგორც ინგირი, ასევე მუნიციპალტეტის კიდევ სხვა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული და იგეგმება სრულად დაქსელვა წყალმომარაგების ქსელის. ამ კრიტიკულ უბნებში კი მანამდე წყალს მივაწვდით რეზერვუარებიდან", - განაცხადა გიგა მელიამ.

მერიასთან დღეს ინგირის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. 100-ზე მეტი ოჯახი სასმელის წყლის გარეშეა დარჩენილი.