ეს არჩევნები უნდა იყოს ძალადობის, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების გარეშე - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები
უნდა
იყოს სამაგალითო, ძალადობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების
მონაცემების გამოყენების, ფეიკნიუსების გავრცელებისა და ზეწოლის
გარეშე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ უნდა მოხდეს მედიისთვის
საქმიანობაში ხელის შეშლა, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადება.
"ამას ელოდება ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ. ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.