პრეზიდენტი აუქმებს მასშტაბურ შეხვედრებს პანდემიის გამო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაუარესებული ეპიდვითარების
გამო აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ ღონისძიებებში.
ამასთან, ის აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა
მასშტაბურ შეხვედრას.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.
"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 2-4 ათასს შორის მერყეობს.