სოციალურ და მასშტაბურ ღონისძიებებზე ზედამხედელობას შრომის ინსპექცია მოახდენს
შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით, შეზღუდვების კონტროლის
გამკაცრებასთან ერთად ზედამხედველობა გაძლიერდება.
"ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება.