პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ეკლესიამ პანდემიასთან ბრძოლაში კუთვნილი როლი ითამაშოს
დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე.
ჩვენ
ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ,
უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი, - განაცხადა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც დიდგორის ომიდან
900 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც მოსახლეობას, სახელმწიფოს ემუქრება, და რომელმაც უკვე იმსხვერპლა 6 ათასზე მოქალაქე.
"ნუთუ, ეს ამ მცირერიცხოვანი ერისათვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი, ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას.
"დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ, ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი", – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოში რამდენიმე დღეა 5 ათასს აჭარბებს კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები. საკოორდინაციო საბჭომ სამი კვირით ცალკეული შეზღუდული შემოიღო.