დადიანების სასახლე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასახლეების რუკაზე განთავსდა
ზუგდიდის დადიანების და საქართველოს ხელოვნების სასახლე
ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი
სასახლეების რუკაზე განათავსა, - ამის შესახებ ინფორმაციას
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.
"ორივე ქართული სასახლე უკვე განთავსდა ICOM (მუზეუმების საერთაშორისო კავშირის) და DEMHIST (სასახლე-მუზეუმების კავშირის) მიერ შექმნილ სასახლეების მსოფლიო რუკაზე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაცია სასახლის დღეს აღნიშნავს.
სასახლის დღე აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით განთქმულ სამეფო რეზიდენციებს, კულტურულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. პლატფორმაზე ხდება კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ვიზუალური მასალის განთავსება და მისი პოპულარიზაცია.
ყოველწლიურად, ასოციაცია ირჩევს ახალ თემატიკას, რისი მიხედვითაც ხდება ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების გაზიარება.Network of European Royal Residences -ში 1995 წლიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული სასახლე-მუზეუმები და მათზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები გაერთიანდნენ, შექმნეს რა ევროპული სამეფო რეზიდენციების ქსელი. ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები დღეიდან ამ დიდი სივრცის ნაწილი გახდა.
კავკასიის რეგიონში ამ სივრცეს მხოლოდ საქართველო წარმოადგენს", - აღნიშნავს გიორგი კალანდია.