გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში თინა ბოკუჩავა იქნება
ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე
დარეჯან ცხვიტარიამ განუცხადა. მისი განმარტებითვე, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში მერობის კანდიდატებს დღეს
წარადგენს.
"ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგება ყველა პარლამენტარი. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, ყველა პარლამენტის წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის არიან მზად", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.