ენმ-მ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ანზორ მელია დაასახელა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად
კარდიოლოგი ანზორ მელია დაასახელა. მისი კანდიდატურა საზოგადოებას
შვილმა, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ წარუდგინა.
პარტიამ დღეს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტის მერობის განდიდატები დაასახელა.
"ახლა მინდა წარმოგიდგინოთ კანდიდატი, რომლის წარდგენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. არ დაგიმალავთ ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია. მე წარმოგიდგენთ კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი გახლავთ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მთავარი მოტივატორი. ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე - როგორ უნდა ვიყო პრინციპული, იქ სადაც უნდა ვიყო, სადაც საჭიროა და როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში, როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან. ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგ თქვენ ალბათ მიხვდებით, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით მთელი გუნდი კარს მომდგარ რეფერენდუმს, ეს ნათლად ასახავს ჩვენ განწყობას და თავგანწირვას, რომ დიახაც, ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა. მინდა ვთხოვო ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას. დიდი მადლობა მას, რომ არ მიმატოვა ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ჩვენ გვერდიგვერდ ვიქნებით ამ ქვეყნის გადასარჩენად და განსავითარებლად", - განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამის წარდგენისას.

რეგიონებში პარტიის მერობის კანდიდატების ჩამონათვალი ასეთია: ქუთაისი - ხატია დეკანოიძე; მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი; რუსთავი - დავით კირკიტაძე; თელავი - გიორგი ბოტკოველი; მარტვილი - თემურ ჯანაშია; ბათუმი - გიორგი კირთაძე; ქობულეთი - ბონდო თევდორაძე; ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე; ქედა - რამინ ბერიძე; შუახევი - როინ ზოიძე; ხულო - გოგიტა სოლომონიძე; ვანი - ბადრი მებურიშვილი; ზესტაფონი - ბაქარ ხიჯაკარაძე; სამტრედია - მამუკა ბიბილეიშვილი; ადიგენი - მარეხი დათაშვილი; ასპინძა - გიორგი გიორგაძე; საგარეჯო - დავით ჯავახიშვილი; ახმეტა - ზურაბ ოტიაშვილი; გურჯაანი - სერგი კაკალაშვილი; დედოფლისყარო - თამაზ კოჭლამაზიშვილი; სიღნაღი - ზაზა პაპუაშვილი; დმანისი - გიორგი ტატუაშვილი; თეთრიწყარო - ვანო მაღალაშვილი; გორი - ვასილ მახარაშვილი; ხაშური - იოსებ ბუაძე; კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი; ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი; ხობი - ბესო შენგელია; ზუგდიდი - ანზორ მელია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.