ახალი ამბები
ენმ-ს სამეგრელოში მერობის კანდიდატები მხოლოდ ზუგდიდში, ხობსა და მარტვილში ეყოლება
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საარჩევნო კანდიდატები. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასახელდა მხოლოდ ზუგდიდის, ხობის და მარტვილის მერობის კანდიდატები.

ნიკა მელიას განცხადებით, მარტვილის მერობისთვის იბრძოლებს თემურ ჯანაშია - "პარლამენტის წევრი, გენერალი, მებრძოლი და თავდადებული ადამიანი, როგორც თემურს სჩვევია, ისე უშიშრად შედის ბრძოლაში საქართველოს უკეთესი მომავლისთვის... მე იშვიათად შემხვედრია ასეთი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორიც თემურია", - ასე წარადგინა მან მარტვილის მერობის კანდიდატი.

ფოტოზე: მარტვილის მერობის კანდიდატი თემურ ჯანაშია

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტს, აქ ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად ენმ-ის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია დაასახელა.

"ახალგაზრდა მებრძოლი, პრინციპული ადამიანი. ძალიან კარგად ვიცნობ მას. ბესოს მამამ თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა. ბესო საქართველოს დეოკუპაციისთვის და ჩვენი დევნილი მოქალაქეების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად ჩვენთან ერთად აგრძელებს ბრძოლას და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი ეს სანუკვარი სურვილი და ოცნება არ ახდება", - განაცხადა ნიკა მელიამ ხობის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ფოტოზე: ხობის მერობის კანდიდატი ბესო შენგელია

ენმ-ის თავმჯდომარემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამა, კარდიოლოგი ანზორ მელია დაასახელა. "ეს ადამიანი გახლავთ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მთავარი მოტივატორი. ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე - როგორ უნდა ვიყო პრინციპული, იქ სადაც უნდა ვიყო, სადაც საჭიროა და როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში, როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან... დიდი მადლობა მას, რომ არ მიმატოვა ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ჩვენ გვერდიგვერდ ვიქნებით ამ ქვეყნის გადასარჩენად და განსავითარებლად", - განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამის წარდგენისას.

ფოტოზე: ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია

პარტიის თავმჯდომარეს დღევანდელ ღონისძიებაზე არ დაუსახელებია ფოთის მერობის კანდიდატი. მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.