ქუჩების ნაწილის დატბორვის გამო სოხუმში მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]
გადაუღებელი წვიმის შედეგად სოხუმში ათამდე ქუჩა დაიტბორა
და სახლების ნაწილიდან წუხელ მოქალაქეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
იუწყება, ზოგიერთ უბანში წყლის დონე ნახევარ მეტრს აღემატებოდა.
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაცია იუწყება, რომ წყალდიდობის გამო მწყობრიდან
გამოვიდა წყალარინების სისტემა და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეწოდება
სასმელი წყალი. "ადმინისტრაცია" ირწმუნება, რომ წყლის მიწოდება დღის
ბოლოსთვის აღდგება.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში" აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში" აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.