ახალი ამბები
გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატად დასახელდება - დარეჯან ცხვიტარია
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ "ლაივპრესთან" საუბარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე კანდიდატს განიხილავდა და საბოლოო ჯამში შეარჩია "გამოცდილი პოლიტიკოსი" გიგი უგულავა. მანვე დაადასტურა, რომ მსჯელობა მიმდინარეობდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას დასახელებაზეც.

"ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 5 ნომრით... რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და ეს იყო განხილვის თემა. ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო, რომ გიგი უგულავა გამოეშვათ ფოთში. ფოთი სტრატეგიული ქალაქია და გიგი უგულავა არის მძიმე წონის პოლიტიკოსი. აქვს უზარმაზარი გამოცდილება, არის თავისი საქმის პროფესიონალი", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მისივე სიტყვებით, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც რიგითი არჩევნებისთვის მზადება, ეს არის ქვეყნისთვის გადამწყვეტი ეტაპი:

"ეს არის რეფერენდუმი, ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი საქართველოსთვის და ძალიან მობილიზებული უნდა ვიყოთ", - თქვა ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, პარტია დავით ბაქრაძესთან ერთად 2021 წლის აპრილში დატოვა. გიგი უგულავას თქმით, 2020-ის არჩევნების "ტოტალური გაყალბების" მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს კი, სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "ევროპული საქართველოდან". ცესკოს მონაცემებით, მან არჩევნებში ბრძოლა პირველივე ტურში დაასრულა, სადაც მას მხარი 3905-მა ამომრჩეველმა (7.22%) დაუჭირა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.