ახალი ამბები
აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება - მინისტრის მოადგილე
განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. მისი თქმით, პროცესი გრძელდება და იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის შესახებ მან მცხეთაში ყოფნისას განაცხადა, სადაც სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე დაათვალიერა.

ეკატერინე დგებუაძემ მოუწოდა პედაგოგებს, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, სკოლის შენობაში განახლდება სასწავლო პროცესი, თუ დისტანციურად.