ახალი ამბები
ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გადავადების მომხრეა
FaceBook Twitter
E-mail Print
ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის გადავადების ინიციატივით გამოდის.

მაგალითად, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს, ვინ იტყვის პირველი, ვინ მეორე, ვის უნდა და ვის არა არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი ადამიანებისთვის გვაქვს და თუ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, თუ კომპლექსურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ ამ პირობებში, წინ ვერანაირად ვერ წავალთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, პრეზიდენტის ადგილას არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა.

კორძაიას თქმით, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ.

"მათ წარმოგვიდგინონ პასუხები, როგორ აპირებენ პანდემიის მართვას არჩევნებამდე. როგორ აპირებენ პასუხების გაცემას იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ წინა დღეებში. ვის რა ელოდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამიტომ ოპოზიციისკენ ხელების გაშვერას სჯობს, საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ", – განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის სისუსტე და შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ:

"ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა, არჩევნების გადადებაზე დისკუსიის დაწყების აუცილებლობაზე. ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

"მე ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას, მაშინ, როდესაც ასეთი ტრაგიკული, ასეთი რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია, ხომ? ჩვენ არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში იყოს უფრო მკაცრი რეგულაციები, თუნდაც დროებით, მე არ ვგულისხმობ ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც დღეში 60-70 კაცი იღუპება, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებულების სათანადო რაოდენობა, არ შეიძლება, ყველაფერი იყოს ღია", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

"ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ამ საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ არჩევნების გადადების საკითხზე დისკუსიის დაწყებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადება ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია.

"ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა, რომ ეს განცხადება, ამ კამპანიის წამოწყება ერთგვარად მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ოპოზიციისთვის, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ამას თავად კარგად აცნობიერებენ. ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში ასეთი კამპანიის დაწყებას არგუმენტაცია ნამდვილად აკლია. ვფიქრობ, მათი მხრიდან მეტი დასაბუთებაა საჭირო, თუ რეალურად ფიქრობენ, რომ ეს აუცილებლობაა", – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.