ჩხოროწყუში 24 წლის მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 24 წლის მამაკაცი სავარაუდოდ
ცივი იარაღით მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, გარდაცვლილის
ძმა.
ფაქტი სოფელ ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხანცკში წუხელ მოხდა. როგორც "ლაივპრესს" ნაფიჩხოვოში მერის წარმომადგენელმა ხვიჩა ლაგვილავამ განუცხადა, მკვლელობას წინ უძღოდა ურთერთშელაპარაკება ყოფით ნიადაგზე იმავე სოფლის მცხოვრებლებთან.
"ფაქტი მოხდა წუხელ 9 საათისთვის, ნაფიჩხოვოსა და ჭოღას საზღვართან, სოფელ ხანცკში. ყოფით ნიადაგზე წაეკინკლავენ ერთამენთს, მე როგორც ვიცი. გარდაცვლილი სოფელ ჭოღას მცხოვრებია... მისი ძმა მსუბუქად არის დაჭრილი... გამოიკითხა ყველა ვინც იყო. როგორც ვიცი სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია", - უთხრა "ლაივპრესს" ხვიჩა ლაგვილავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.