პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს - ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი
ზუგდიდის მერიის ააიპ-ის "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების
სასახლის"
ყოფილი თანამშრომელი კესარია წულაია აცხადებს, რომ სამსახურიდან
პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
"ორჯერ დამიბარა დირექტორმა და მითხრა, ასე რომ აქტიურობ არ შეიძლებაო, ცოტა ჩუმად რომ იყო კიდევ შეგინარჩუნებდით, მაგრამ უნდა წახვიდეო. მე არ დავწერე განცხადება, თუმცა შემდეგ მითხრეს, რომ ამ კადრის საჭიროება არ არისო და ხელშეკრულება შემიწყვიტეს", - უთხრა "ლაივპრესს" კესარია წულაიამ.
ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" მხარდამჭერია.
თავის მხრივ, სასახლის დირექტორი დავით შამათავა აცხადებს, რომ კესარია წულაიას კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ევალებოდა, თუმცა რადგან აიკრძალა ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მისი შტატიც აღარ გახდა საჭირო.
"ქალბატონი კესარია ავიყვანეთ მაისში, როცა ქვეყანაში მოხსნილი იყო შეზღუდვები და დაიშვებული იყო ღონისძიებების ჩატარება. ის და კონკრეტული მიზნით იყო აყვანილი, რომ დაგვხმარებოდა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებაში, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ შეიცვალა ეპიდსიტუაცია და გაურკვეველი ვადით აიკრძალა კულტურული ღონისძიებების გამართვა, ამიტომ შტატის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენდა, ხოლო მომავალში როგორც კი შეიცვლება სიტუაცია, სასახლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
იმდენად პოლიტიზირებულია ქვეყანა, რომ ყველგან და ყველაფერში პოლიტიურ ნიშნებს ხედავენ", - განაცხადა დავით შამათავამ.