ახალი ამბები
მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად, აფხაზეთში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყება
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს დაიწყება. განუცხადა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განათლების დე ფაქტო მინისტრმა ინალ გაბლიამ. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ერთობლივად, ე.წ. ხელისუფლებამ, ჯანდაცვის ე.წ. მინისტრმა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მიიღო. წერს "აფსნიპრესი".

ინალ გაბლიას თქმით, მოამზადეს დოკუმენტი სასწავლო წლის დასაწყებად, ყველა იმ შეზღუდვის გათვალისწინებით, რაც რეკომენდირებული იყო მთავარი სანიტარული ექიმის მიერ. მათ შორის, სკოლებში აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები.

დე ფაქტო მინისტრმა მოუწოდა ყველა პედაგოგს ვაქცინაციისკენ და აღნიშნა, რომ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა მასწავებლებისთვის ვაქცინების გამოსაყოფად.

აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა. კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები 24 570-ია. გარდაცვლილია 366 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 20 307 პირი.