ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია - ნათია გადელიას 3 ოქრო პოლონეთიდან [ვიდეო]
ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე შეჯიბრზე, ქართველმა სპორტსმენმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა. 


ის ახალგაზრდებს შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. ნათიამ ატაცში 87, აკვრაში კი 117 კილოგრამი დაძლია.

ნათია გადელია საქართველოს ჩემპიონია. ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე სპორტსმენთა შორის მესამე ადგილიც დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულიც.

ზუგდიდელ ძალოსანზე "ლაივპრესმა" მასალა 2019 წელს მოამზადა.

ამავე შეჯიბრზე, ზუგდიდელმა ნიკოლოზ ესართიამ ატაცში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.